სტიკერი არ იყიდება. მერიაში ან გამგეობაში მხოლოდ მას მისცემენ სტიკერს, ვის საკუთრებაშიც არის A კატეგორიის ლიცენზია, რომელიც მიბმულია 10 წელს ქვემოთ ასაკის ავტომობილზე
A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გააქტიურების ბოლო თარიღი ❓
გააქტიურება შესაძლებელია 2024 წლის 1 აპრილამდე, 31 მარტის ჩათვლით
რა მოხდება, თუ ლიცენზია არ გააქტიურდა 2024 წლის 1 აპრილამდე ❓
ლიცენზია გაუქმდება. ლიცენზიის მფლობელმა აუცილებლად უნდა გაააქტიუროს ლიცენზია მარტის თვის ჩათვლით, 1 აპრილს ყველა ის ლიცენზია გაუქმდება, რომელიც არ გააქტიურდება მფლობელის მიერ
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს A კატეგორიის ნებართვასთან დასაკავშირებელი ავტომობილი ❓
1. ფერი: თეთრი
2. საჭის მდებარეობა: მარცხნივ
3. კარის რაოდენობა: 5
4. კატეგორია: M1 (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის ავტომობილი)
5. უნდა იყოს განბაჟებული
6. ტექ-დათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი
რა განსხვავებაა A და B კლასის ლიცენზიებს შორის ❓
A კლასის ლიცენზია შესაძლებელია მიებას მხოლოდ თეთრ ავტომობილს.
B კატეგორიის ლიცენზია შეიძლება მიებას ნებისმიერი ფერის ავტომობილს, მათ შორის თეთრსაც
სხვა დანარჩენი მოთხოვნები უცვლელია ორივე კატეგორიისთვის:
1. საჭის მდებარეობა: მარცხნივ
2. კარის რაოდენობა: 5
3. კატეგორია: M1 (არაუმეტეს 8 დასაჯდომი, მძღოლის ადგილის გარდა)
რა უპირატესობებით სარგებლობს A კატეგორიის ნებართვის მქონე პირი ❓
1. უფასო საპარკინგე ადგილები
2. ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება
3. ნებართვის მოქმედების შეუზღუდავი ვადა
4. ავტობუსის ხაზში მგზავრის აყვანის და გადმოსმის უფლება
5. 1 ივნისიდან ავტობუსის ხაზში გადაადგილების უფლება (მხოლოდ 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის)
როგორ ხდება A კატეგორიის ლიცენზიის გააქტიურება ❓
ლიცენზიის გააქტიურება შესაძლებელია 2 გზით:
1. თეთრ, მარცხენასაჭიან ავტომობილზე მიბმით, რაც ითვალისწინებს 1 წლის ღირებულებას 100₾ (ჰიბრიდზე 50 ₾)
2. ავტომობილის გარეშე, რაც ითვალისწინებს დღეში 3₾ ხარჯს
სად შევამოწმო, თბილისის მერიისგან გადმომეცა თუ არა უვადო ლიცენზია საჩუქრად ❓
A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შემოწმება - გადმოგეცათ თუ არა, შესაძლებელია taxi.tbilisi.gov.ge საიტის მთავარ გვერდზე
აუცილებელია თუ არა, უვადო A კატეგორიის ლიცენზიის გააქტიურება ❓
თბილისის მერიის მიერ გადმოცემული უვადო ლიცენზიის გააქტიურება აუცილებელია, თუ ლიცენზიის მფლობელს არ აქვს მიმდინარე ვადიანი 1 წლიანი ლიცენზია, ან, თუ მისი ლიცენზია არის უკვე ვადაგასული
სად შეიძლება უვადო ლიცენზიის გააქტიურება ❓
უვადო ლიცენზიის გააქტიურება შესაძლებელია როგორც თბილისის ტაქსების ოფიციალურ საიტზე (taxi.tbilisi.gov.ge), ასევე, მერიაში / გამგეობებში მისვლით
ავტომობილი ისეთზეა გაფორმებული, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს და ლიცენზიაც რომ მასზე იყოს შესაძლებელია ❓
მართვის მოწმობის არმქონე პიროვნებას შეუძლია შეიძინოს A კატეგორიის ლიცენზია, ასევე, შეუძლია რომ გააქირაოს, თუმცა უშუალოდ თავად ვერ ისარგებლებს. მთავარია იყოს სრულწლობანი 18 წლის ან მეტის
სად და როგორ განვათავსო მძღოლის მოწმობა ავტომობილში ❓
მძღოლის მოწმობა ავტომობილში განათავსეთ თვალსაჩინო ადგილზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ
სად და როგორ მივიღო მანათობელი ❓
მანათობელი ერთჯერადად უსასყიდლოდ გაიცემა A კატეგორიის ნებართვის მფლობელზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერვის ცენტრებში. ყოველი მომდევნო მანათობლის ღირებულება შეადგენს 45 ლარს
რა სიხშირით უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექ. ინსპექტირება ❓
ტაქსის A და B კატეგორიის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილის (ტაქსის) ტექ. ინსპექტირება გაიაროს 6 თვეში ერთხელ. გამონაკლისი: ავტომობილს გამოშვებიდან 1 წელი არ სჭირდება ტექ. დათვალიერების გავლა
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს A კატეგორიის ტაქსი, რომ შეძლოს ავტობუსის ზოლში მოძრაობა ❓
ავტობუსის ზოლით სარგებლობისთვის A კატეგორიის ტაქსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. ტაქსს უნდა ჰქონდეს A კატეგორიის მოქმედი ლიცენზია (ვადიანი ან უვადო)
2. ავტომობილი უნდა იყოს 10 წლამდე ასაკის (10 წლის ან უფრო პატარა ასაკის)
3. სპეციალური ყვითელი ტაქსის სტიკერი უნდა ჰქონდეს მიკრული საქარე მინის მარჯვენა (მძღოლის მხრიდან) ზედა კუთხეში მიკრული
4. ზოლში წყვეტილით უნდა შევიდეს და წყვეტილით გამოვიდეს
5. ზოლში შესვლის დროს და ზოლით სარგებლობის დროს აუცილებლად ანთებული უნდა ჰქონდეს მანათობელი (ფერს არ აქვს მნიშვნელობა)
შეუძლია თუ არა ავტობუსის ზოლში მოძრაობა A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსს, რომელსაც არ აქვს მანათობელი ❓
ავტობუსის ზოლში სასიარულოდ აუცილებელია ლიცენზირებულ ტაქსს ჰქონდეს მანათობელი და საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში მიკრული ჰქონდეს ტაქსის სტიკერი
მანათობელი აუცილებელია თუ არა, ტაქსს ჰქონდეს ანთებული, ავტობუსის ზოლით სარგებლობის დროს ❓
მანათობელი აუცილებელია რომ ანთებული იყოს. ზოლში შესვლის და ზოლით სარგებლობის დროს ტაქსს მანათობელი უნდა ჰქონდეს ანთებული.
აუცილებელი პირობები ზოლით სარგებლობის დროს:
1. ტაქსს უნდა ჰქონდეს A კატეგორიის მოქმედი ლიცენზია (ვადიანი ან უვადო)
2. ავტომობილი უნდა იყოს 10 წლამდე ასაკის (10 წლის ან უფრო პატარა ასაკის)
3. სპეციალური ყვითელი ტაქსის სტიკერი უნდა ჰქონდეს მიკრული საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში მიკრული
4. ზოლში წყვეტილით უნდა შევიდეს და წყვეტილით გამოვიდეს
5. ზოლში შესვლის დროს და ზოლით სარგებლობის დროს აუცილებლად ანთებული უნდა ჰქონდეს მანათობელი (ფერს არ აქვს მნიშვნელობა)
რამდენი მძღოლის მიბმა შეიძლება ერთ ლიცენზიაზე ❓
მძღოლების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითო მძღოლის ლიცენზიაზე მიბმის ღირებულება არის 20₾. ლიცენზიაზე მძღოლის მიბმა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ლიცენზია უკვე იქნება მიბმული თეთრ, მარცხენასაჭიან ავტომობილზე. შესაბამისად, ლიცენზიაზე მიბმულ ყველა მძღოლს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული ავტომობილით
ჭავჭავაძის გამზირზე თუ აქვს უფლება სტიკერიან ტაქსს რომ იმოძრაოს ❓
მოძრაობის საპირისპიროდ, თუნდაც მცირე მონაკვეთის გავლა სურდეს A კატეგორიის ტაქსს, არ აქვს უფლება
თუ ტექ-დათვალიერება ვერ გავიარე, ლიცენზია გაუქმდება ❓
1. გაუქმდება, თუ გაქვთ 1 წლიანი ლიცენზია, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ვადა
2. თუ გააქტიურებული გაქვთ უვადო ლიცენზია, ჩაიხსნება ავტომობილი მძღოლთან ერთად და ყოველდღიურად 3₾ საკომისიო დაერიცხება ლიცენზიას
შესაძლებელია თუ არა, ლიცენზია გადაფორმდეს ფიზიკურ პირზე, ვისაც არ აქვს ავთენტიფიკაცია გავლილი ❓
ახალი რეგულაციის თანახმად, ვერ გადავაფორმებთ ლიცენზიას ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჯერ არ აქვს ავთენტიფიკაცია გავლილი
სად შეიძლება მივიღოთ ტექნიკური დახმარება ლიცენზიის გააქტიურებაზე, ავტომობილისა და მძღოლის მიბმაზე ❓
ტაქსის ლიცენზიებთან დაკავშირებით ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე: 032 272-22-22
taxi.tbilisi.gov.ge-ზე ლიცენზიის სამართავად ტექნიკური დახმარებისთვის დარეკეთ 1399-ზე, ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ აირჩიეთ 1, შემდეგ კიდევ 1
ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმდება ❓
ძველი წესით აღებული 1 წლიანი ლიცენზია გაუქმდება, თუმცა უვადო ლიცენზია არ გაუქმდება, არამედ ჩაეხსნება ავტომობილს, რომელზეც იყო მიბმული ეს უვადო ლიცენზია.
ლიცენზიის ჩახსნა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელისთვის დღეში 3₾ საკომისიოს დარიცხვას, სანამ ახალ, თეთრ, მარცხენასაჭიან ავტომობილს არ მიაბამს
თუ ავტომობილი გავყიდე, მიბმული უვადო ლიცენზია თან გაყვება ❓
ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში, მიბმული უვადო ლიცენზია რჩება ლიცენზიის მფლობელთან, თუმცა ლიცენზიას ახლა უკვე დღეში 3₾ დაერიცხება საკომისიო
თუ ტექ-დათვალიერება ვერ გაიარა ავტომობილმა როცა ვადიანი ლიცენზია აქვს, ლიცენზია თუ გაუქმდება, და მეორე ჯერზე რომ გაიაროს ტექ-დათვალიერება აღდგება თუ არა ❓
ვადიანი 1 წლიანი ლიცენზია გაუქმდება, ხოლო უვადო ლიცენზია ჩაეხსნება ავტომობილს და ყოველდღიურად დაერიცხება 3₾ საკომისიო.
მეორე ჯერზე თუ გაიარა ავტომობილმა ტექ-დათვალიერება, ვადიანი 1 წლიანი გაუქმებული ლიცენზია ვეღარ აღდგება!
როგორ შევიდე ლიცენზიის ჩემ გვერდზე ❓
შებრძანდით საიტზე: https://taxi.tbilisi.gov.ge/
მარჯვენა ზედა კუთხეში დააწკაპეთ ღილაკს: "ავტორიზაცია"
თუ პაროლი არ გახსოვთ, იგივე ავტორიზაციის გვერდზე მოძებნეთ ღოლაკი: "პაროლის აღდგენა"
პაროლის აღდგენის გვერდზე, პირადი ნომრის მითითების შემდეგ თუ არ გადავიდა მომდევნო ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ ანგარიში შექმნილი არ გაქვთ. ასეთ შემთხვევაში, ავტორიზაციის ნაცვლად აირჩიეთ ღილაკი: "რეგისტრაცია"
რამდენი ლიცენზიის შეძენა შემიძლია ❓
1. ფიზიკურ პირზე შესაძლებელია სამი ლიცენზიის გაფორმება.
2. იურიდიულ პირს (კომპანიას) შეუძლია იმდენი ლიცენზიის გაფორმება, რამდენი თეთრი ავტომობილიც იქნება გაფორმებული ამ კომპანიაზე
შესაძლებელია თუ არა ერთ ავტომობილზე ორი ლიცენზიის მიბმა ❓
ერთ ავტომობილს შესაძლებელია მიებას მხოლოდ ერთი ლიცენზია.
და პირიქით - ერთი ლიცენზია შეიძლება მიებას მხოლოდ ერთ ავტომობილს
ლიცენზია მაქვს აღებული არ გამიაქტიურებია როდემდე აქვს ვადა ❓
უვადო ლიცენზიის გააქტიურების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი.
რადგან 31 მარტი არის კვირა, უმჯობესია გააქტიურდეს მარტის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში.
გაითვალისწინეთ, ლიცენზია გაუქმდება, თუ მითითებულ დრომდე არ გააქტიურდა
ელექტრო მანქანაზე, A კატეგორიის ლიცენზიის გააქტიურების საფასური რა არის ❓
A კატეგორიის ლიცენზიაზე ელექტრო ავტომობილის და მძღოლის მიბმის საფასური იგივეა, რაც ბენზინზე და ჰიბრიდზე - 40₾
ლიცენზიაზე ავტომობილის მიბმა - 20₾
ლიცენზიაზე მძღოლის მიბმა - 20₾
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ლიცენზიის ელექტრო ავტომობილზე მიბმის შემდეგ ლიცენზიას საკომისიო არ აქვს, ხოლო ბენზინზე - 100₾ წლიურად, ჰიბრიდზე - 50₾
მომცეს საფულის კოდი და როგორ შევიტანო თანხა და სად? ❓
ბალანსის შევსების მეთოდები:
1. expresspay, tbcpay და paybox აპარატებიდან. ავირჩევთ ტრანსპორტს, შემდეგ თბილისის ტაქსს და მივუთითებთ პირადი საფულის ნომერს
2. ინტერნეტ-ბანკით
3. ბანკში ოპერატორთან ინვოისით
რამდენი ლიცენზიის მიბმა შეიძლება ერთ მანქანაზე ❓
ერთ ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მიბმა, და პირიქით, ერთი ლიცენზია მხოლოდ ერთ ავტომობილს შეიძლება რომ მიებას
რა არის საჭირო ლიცენზიის გაფორმებისთვის ❓
ლიცენზიის გაფორმებისთვის საჭიროა:
1. ვადიან პირადობაზე (ID ბარათზე) პინკოდების განახლება იუსტიციის სახლში (თუ უკვე განახლებული გაქვთ პინკოდები, ვადა აქვს 1.5 წელი). ღირებულება 11₾
2. განახლებული პინკოდებით, მერიაში ან გამგეობაში მისვლა და ავთენტიფიკაციის გავლა (შესაძლებელია ავთენტიფიკაციის გავლა სახლიდანაც, თუ ID ბარათის წამკითხველი სახლში გაქვთ და თუ გადმოწერთ შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას საიტიდან: id.ge)
ლიცენზია მაქვს გასააქტიურებელი. პირადობის მოწმობა დაკარგული მაქვს, საზრვარგარეთის პასპორტით არ გამოვა ეგ ამბავი? ❓
1. თუ ავთენტიფიკაცია გაქვთ გავლილი, შეძლებთ გამგეობაში მისვლის გარეშე taxi.tbilisi.gov.ge საიტზე თქვენი ტაქსის account-დან გაააქტიუროთ, თუმცა მობ. ნომერი იგივე უნდა გქონდეთ აქტიური, რაც რეგისტრაციის დროს გქონდათ მითითებული.
2. თუ ავთენტიფიკაცია ჯერ არ გაქვთ გავლილი, ID ბარათის გარეშე ვერ შეძლებთ ლიცენზიის გააქტიურებას
ლიცენზია მაქვს გასააქტიურებელი. პირადობის მოწმობა დაკარგული მაქვს, საზღვარგარეთის პასპორტით არ გამოვა ეგ ამბავი ❓
1. თუ ავთენტიფიკაცია გაქვთ გავლილი, შეძლებთ გამგეობაში მისვლის გარეშე taxi.tbilisi.gov.ge საიტზე თქვენი ტაქსის account-დან გაააქტიუროთ, თუმცა მობ. ნომერი იგივე უნდა გქონდეთ აქტიური, რაც რეგისტრაციის დროს გქონდათ მითითებული.
2. თუ ავთენტიფიკაცია ჯერ არ გაქვთ გავლილი, ID ბარათის გარეშე ვერ შეძლებთ ლიცენზიის გააქტიურებას
აუცილებელია თუ არა, რომ მძღოლს ჰქონდეს ავთენტიფიკაცია გავლილი, იმისთვის, რომ ლიცენზიაზე მძღოლად მივაბა? ❓
მძღოლისთვის ავთენტიფიკაციის გავლა არ არის აუცილებელი, თუმცა უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია გავლილი თბილისის ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე, სადაც გააქტიურებული უნდა ჰქონდეს მობილური და მეილი, რაც შესაძლებელია მის მიერ გაკეთდეს ონლაინ.
ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა, რომელზე რეგისტრაციასაც შეძლებს, არის my.tbilisi.gov.ge
შაბათს რომელ საათამდე მუშაობს მერია ან გამგეობა? ❓
შაბათს არცერთი გამგეობა არ მუშაობს, მხოლოდ მერია - 2სთ-მდე.
სამუშაო დღეებში მერიის და გამგეობების მუშაობის გრაფიკი:
გამგეობები - დილის 9სთ-დან 6-მდე.
მერია - დილის 9სთ-დან 8-მდე.
2016-იან მანქანას რომელ წლამდე ექნება ბასლაინში მოძრაობის უფლება ❓
2026 წლამდე. მანამ, სანამ ავტომობილი 10 წლის არ შესრულდება
ლიცენზია რომ გავააქტიურო, თვეში რამდენი ლარია გადასახადი? ❓
თუ ავტომობილზე მიბმის გარეშე გავააქტიურებთ, დღეში 3₾ იქნება გადასახადი, რაც თვეში შეადგენს 90₾-ს, ან 93₾-ს
A და B კატეგორიის ლიცენზია შეიძლება თუ არა, რომ ერთ ავტომობილს მიებას? ❓
ერთ ავტომობილზე მხოლოდ ერთი ლიცენზიის მიბმა არის შესაძლებელი.
A კატეგორია მოიცავს B კატეგორიასაც. B კატეგორიის ლიცენზია შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ფერის ავტომობილს
რა საცნობი ნიშანი უნდა გვქონდეს მანქანაზე ავტობუსის ზოლში სასიარულოდ? ტრაფარეტი ან რაიმე? ❓
ავტობუსის ზოლში სასიარულოდ ავტომობილი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, უნდა იყოს თეთრი, მარცხენა საჭით, T ნიშანი საქარე მინაზე მარჯვნივ და მანათობელი ანთებულ მდგომარეობაში
მანქანის გარეშე თუ შეიძლება ლიცენზიის გააქტიურება ველოდები 2-3 თვე ვერ ჩამოვა ❓
ლიცენზიის გააქტიურება შესაძლებელია ავტომობილის გარეშე (3₾ საკომისიო დღეში), ან ავტომობილით (0.27 / 0.13 თეთრი). ავტომობილის გარეშე ლიცენზიის გააქტიურების შემთხვევაში, თვეში ლიცენზიის შენახვა მოითხოვს 90/93₾-ს. გააქტიურების საფასური - 3₾
ავთენთიფიკაციას მთხოვს რო გავააქტიურო და ავთენთიფიკაცია როგორ გავიარო ❓
ავთენტიფიკაციის გავლის ორი გზა:
1. ონლაინ, ID ბარათის წამკითხველით
2. მერიაში ან გამგეობაში
ორივე შემთხვევაში საჭიროა ID ბარათის განახლებული პინკოდები, რომლის აღებაც შესაძლებელია იუსტიციის სახლში